|
2019-10-05 15:49:32, 3199 ნახვა
საზოგადოება
რუსეთმა შესაძლოა, კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი საქართველოს გადმოსცეს
კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი რუსეთმა შესაძლოა საქართველოს გადასცეს, - ამის შესახებ rosbalt იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ონიანი ორენბურგის ციხიდან მოსკოვის იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. მას პატიმრობის ვადა 8 ოქტომბერს ეწურება. როგორც rosbalt-ს საგამოძიებო უწყებაში არსებულმა წყარომ განუცხადა, პროკურატურას ონიანის ბედი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, თუმცა მასთან დაკავშირებით უწყება მოვლენების განვითარების 3 ვერსიას განიხილავს: 1 - ექსტრადირება ესპანეთში, 2 - რუსეთის ციხეში კიდევ 10 წლის გატარება და 3 - საქართვველოში დეპორტაცია. ამავე წყაროს ცნობით, პროკურატურა სავარაუდოდ მის დეპორტაციას გადაწყვეტს. ამასთან, ესპანეთი მას დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნასა და ფულის გათეთრებაში ედავება. შეგახსენებთ, რომ ტარიელ ონიანს მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ შეუჩერა. ტარიელ ონიანი 2010 წელს მოსკოვის სასამართლომ ადამიანის გატაცებასა და გამოძალვაში ბრალდებულად ცნო. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)