|
2019-10-05 10:33:37, 1019 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ ძალოვანი ელექტროსადენების შეცვლის სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „სარაჯიშვილში“ ძალოვანი ელექტროსადენების შეცვლისა და მონტაჟის სამუშაოებს გაეცნო. მისი თქმით, ძალოვანი კაბელების შეცვლა ღამის საათებში მიმდინარეობს და ეს პროცესი ხელს არ უშლის მეტროს ფუნქციონირებას. „დაახლოებით 450 კილომეტრიანი ძალოვანი კაბელი იცვლება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. რამდენჯერმე იყო შეფერხება, ავარიები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. ყველაზე მეტი მგზავრი დღეს გადაადგილდება მეტროთი და ამდენად, უსაფრთხოება ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. ამის გამო, ერთი საათით ადრე წყვეტს მეტრო მუშაობას, რომ კომპანიამ შეძლოს სამუშაოების წარმოება. ეს პროცესი მომავალი წლის ივლისში დასრულებული იქნება. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს სადგურების სრული რეაბილიტაცია. გვინდა რომ ისინი ვიზუალურად განვაახლოთ, რათა მგზავრებისთვის სასიამოვნო იყოს მეტროთი გადაადგილება“, განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტი ელექტროსადენებისა და გამნიავებელი სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 450 კილომეტრიანი ძალოვანი კაბელის შეცვლასთან ერთად, დამონტაჟდება 28 საგვირაბე გამიანვებელი და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორი. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი. დაგეგმილი სამუშაოების გამო თბილისის მეტრო შეცვლილი განრიგით - 06:00 საათიდან 23:00 საათამდე ემსახურება მგზავრებს. სამუშაოებს ჯამში ერთი წელი დასჭირდება და და 2020 წლის ივლისში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს, დღეს, თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი გაეცნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)