01:23 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 11:32:28, 1163 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ იურიდიული პირებს და ინდ.მეწარმეებს ახალი შესაძლებლობის Visa Business ბარათი შესთავაზა

ვითიბი ბანკმა იურიდიულ პირებს სრულიად ახალი, მომენტალური, ბიზნეს ბარათი Visa Business შესთავაზა. რომლის ღირებულება 30 ლარია და აღება განაცხადის შევსებიდან რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.   ახალი ბიზნეს ბარათით შესაძლებელია როგორც კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული უნაღდო ანგარიშსწორება, ასევე თანხის განაღდება საქართველოში არსებულ ნებისმიერ ბანკომატში.  ვითიბი ბანკისა და პარტნიორი ბანკის ბანკომატებში განაღდების ტარიფი  0.2%-ს შეადგენს. მომენტალური Visa Business  უკვე განსაკუთრებით პოპულარული გახდა მცირე მეწარმეებისთვის.

ახალ ბარათთან ერთად ვითიბი ბანკმა, ასევე არსებულ უნივერსალურ Visa Business ბარათზე განახლებული ფუნქციონალი და განახევრებული ტარიფები წარმოადგინა. ბარათის ღირებულება , 150 ლარიდან 75 ლარამდე, ხოლო განაღდების ტარიფი 0.5%-დან 0.2% მდე შემცირდა.  აღნიშნული ბარათის მეშვეობით რამდენიმე ძირითად ვალუტაში შესაძლებელია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მომსახურების მიღება შეუზღუდავად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ბარათი ასევე გამოიყენება ორგანიზაციის წარმომადგენლობითი, სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების ასანაზღაურებლად.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics