|
2019-10-03 16:39:57, 2002 ნახვა
საზოგადოება
„ვგმობ ქალის მიმართ დამაკნინებელ კომენტარებს“ - ზურაბიშსვილი ხაზარაძის სექსისტურ განცხადებაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის სექსისტურ განცხადებას ეხმაურება. პრეზიდენტმა განცხადება დაგმო და აღნიშნა, რომ მისთვის ქალის როლის დამაკნინებელი განცხადებები მიუღებელია. "ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მგონი ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით. ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და მითუმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის. მსგავსი კომენტარი იქნება, თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება, ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება. ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე, სიძულვილის და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ინფრასტრუქტურის მინისნიტრის მაია ცქიტიშვილის მისამართით სექსისტური განცხადება გააკეთა. კერძოდ, ხაზარაძემ განაცხადა: შეიძლება მაია ცხიქიტშვილი კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)