|
2019-10-02 17:18:45, 1375 ნახვა
პოლიტიკა
კილაძე: ენმ თავისი დანაყოფებით ისე შორს არის ადამიანის უფლებების დაცვასთან, როგორც ვაშინგტონი და ტოკიო
ადამიანის უფლება დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის შეფასებით, ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვება თავისთავად იმის მიმანიშნებელია, რომ მათ პასუხების მოსმენა არ უნდათ, რადგანაც ზუსტად იციან სიმართლე. ამის თაობაზე სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც კომიტეტის გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. „სირცხვილია, როდესაც არ იცის ზოგიერთმა ოპოზიციონერმა, თუ რა ფუნქციას ატარებს კომიტეტის ანგარიში. მხოლოდ ჩვენი კომიტეტის კი არა, ყველა კომიტეტის ანგარიში - ეს არის ტექნიკური ანგარიში, სადაც წარმოდგენილია ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც მუშაობს კომიტეტი. არც ერთი კომიტეტის ანგარიშში არ არის და არც ყოფილა არასდროს შინაარსობრივი საკითხების განხილვა და შინაარსობრივი შეფასებები. გასაგებია, რომ ოპოზიციას აქვს პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ წარმოუდგენელია, როდესაც კომიტეტს სთხოვენ ტექნიკურ ანგარიშში ჩაწეროს შინაარსობრივი თემები. არ ვიცი ეს რეგლამენტის უცოდინრობა არის თუ შეგნებულად აკეთებთ ამას. მე მაინც მგონია რომ უფრო შეგნებულად აკეთებთ ამას, იმიტომ რომ თქვენს პროფესიონალიზმზე უფრო მაღალი წარმოდგენის ვარ", - მიმართა სოფო კილაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მისი განცხადებით, წარმოდგენილ ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ, მაგრამ ოპოზიციას ამის დანახვა არ სურს: „სწორედ ჩემი ხელმძღვანელობით, კომიტეტმა წელსაც და შარშანაც გაითვალისწინა მაქსიმალური რაოდენობა რეკომენდაციებისა. წელს იყო 85%, შარშან - სადღაც 75% წარმოდგენილი რეკომენდაციები, სადაც ჩაიწერა ყველაზე კრიტიკული თემები, მათ შორის, მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩის ტრაგედია, უმწვავესი სოციალური თემები, მათ შორის, უმწვავესი თემები ბავშვთა სიღარიბესთან, სოციალურ საკითხებთან. კარგი იქნებოდა თქვენ წაგეკითხათ და მხარი დაგეჭირათ, თუ მართლა შეგტკივათ გული ადამიანის უფლებების დაცვაზე, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი სხვადასხვა დანაყოფებით ისე შორს არის ადამიანის უფლებების დაცვასთან, როგორც ვაშინგტონი და ტოკიო ერთმანეთისგან მანძილით. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს და ეს დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ყველა შინაარსობრივად მწვავე თემა არის განხილული, მაგრამ ამის დანახვა ოპოზიციას არ უნდა. „როდესაც საუბრობთ ადამიანის უფლებების დაცვაზე, ბავშვთა უფლებებზე მწვავე თემა არის რამე ქვეყანაში? როდესაც უამრავი ბავშვი შიმშილობს, როდესაც უამრავი ბავშვი ვერ იღებს სათანადო განათლებას და ძალიან ბევრი სხვადასხვა პრობლემა კიდევ, და ამის ფონზე, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, იუნისეფი, გაერო, ევროკავშირი, აშშ, სხვა ჩვენი პარტნიორები აღიარებენ, რომ ეს არის მართლაც საუკეთესო კოდექსი, რომელიც ჩვენ შეიძლება დაგვეწერა და ამას თქვენ მხარს არ უჭერთ, არც ერთვებით განხილვებში, ამას რა დავარქვა? ამის მერე თქვენ გინდათ თქვათ, რომ თქვენ შინაარსობრივად ადამიანის უფლებებით ხართ დაინტერესებული? გავიგეთ, თქვენი პოზიცია და სურვილი არის აკრიტიკოთ ხელისუფლება, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ რაში აკრიტიკოთ? საკრიტიკებელი ბევრი თემაა, მიუხედავად წინ გადადგმული იმ ნაბიჯებისა, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას უკავშირდება. ბევრი გამოწვევა გვაქვს კიდევ, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ სად უნდა აკრიტიკოთ, სადაა რეალური პრობლემები. გაოცებული ვარ თქვენი დამოკიდებულებით, მაშინ როდესაც ეს ტრიბუნა შეგიძლიათ გამოიყენოთ მართლაც უმწვავესი საკითხების დასაყენებლად, რაში ხარჯავთ დროს. დროს ხარჯავთ ტექნიკურ საკითხში, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. რეგლამენტში ჩაიხედეთ და მიხვდებით, რომ დღეს რა საკითხებიც დააყენეთ, არც ერთი არ იყო სიმართლესთან შესაბამისი", - მიმართა სოფო კილაძემ ოპოზიციას. მან კომიტეტის ყველა წევრს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ წვლილისათვის, რაც შეიტანეს ადამიანის უფლებების დაცვაში გასულ წელს, ასევე ყველა იმ კოლეგას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ყველაზე მწვავე რეკომენდაციების გაცემას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებით, მათ შორის, როგორიცაა მაჩალიკაშვილის საქმე, ხორავას ქუჩის ტრაგედია, უმწვავესი სოციალური თემები, ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, სიღარიბისგან და სხვა. მისივე თქმით, 300-ზე მეტი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული და ამ ფონზე „ნაციონალურ მოძრაობას უნდა თქვას რომ კომიტეტმა არაფერი გააკეთა? „რა თქმა უნდა მე სხვას მათგან არაფერს ველოდები, გარდა უსაგნო, დესტრუქციული დამოკიდებულებისა, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა დღეს და დარწმუნებული ვარ კიდევ გამოჩნდება მომავალში არა ერთხელ", - განაცხადა სოფო კილაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)