|
2019-10-02 15:46:15, 1385 ნახვა
საზოგადოება
„მხარდაჭერა გავრილოვის პატიმრებს“ - #სირცხვილიამ გლდანის ციხესთან აქცია გამართა
სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მხარდასაჭერად გლდანის ციხესთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორებმა ადგილზე სხვადასხვა წარწერებიანი ბანერები მიიტანეს: „შერჩევითი სამართალი“, „ოცნება რუსეთის სამსახურში“, „მხარდაჭერა გავრილოვის პატიმრებს“. გარდა ამისა, მათ ციხესთან დინამიკებიც მიიტანეს, რათა პატიმრებისთვის ხმა გაეგონებინათ. სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ციხესთან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაკავებულების სახელები და გვარები წაიკითხა. „თქვენ არ ხართ მარტო, ვიდგებით ყველგან, სადაც თქვენი უფლებების დაცვას შევძლებთ. არც ჩვენ ვართ ცოტანი და კიდევ უფრო მეტნი გავხდებით, მხოლოდ იმიტომ, რომ არცერთი უკანონო პატიმარი ციხეში არ იყოს. არ შეუშინდეთ, სისტემას, არ გატყდეთ, გამაგრდით“, - მიმართა მაქარაშვილმა ბრალდებულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)