21:46 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 11:56:56, 712 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის მერი კახა კალაძე ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გია ყანჩელის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას სამძიმარი გამოუცხადა. 

„მინდა, მწუხარება გამოვთქვა ქართველი კომპოზიტორის, განწყობის, მუსიკის, დიდოსტატის, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ადამიანის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. ძალიან სამწუხაროა. ის იყო მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი და მსოფლიოში აღიარებული შემოქმედი. აღიარება არის ის სიყვარული, რასაც ის ქართველი ხალხისგან იღებდა. ასევე, მთავარი აღიარება არის ის სიყვარული, რაც მისმა მუსიკამ დატოვა ადამიანებში. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გია ყანჩელის ოჯახს, ახლობლებსა და ნათესავებს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას. ნამდვილად სამწუხაროა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობილი ქართველი კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics