|
2019-10-01 14:36:00, 1148 ნახვა
საზოგადოება
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 40-მა მენტორ - ინსტრუქტორმა გადამზადების კურსი გაიარა
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოს, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო - სამრეწველო პალატების მიერ ორგანიზებული მენტორ - ინსტრუქტორთა ტრენინგი დასრულდა. ინსტრუქტორებს, რომლებმაც პროფესიული გადამზადების კურსები გაიარეს, “საქართველოს რკინიგზის” საწარმოებში სტუდენტებისათვის როგორც პრაქტიკული კომპონენტის სწავლების, ასევე ინსტრუქტორთა ახალი ნაკადის მომზადების შესაძლებლობა ეძლევათ. აღსანიშნავია, რომ “საქართველოს რკინიგზა” და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პერიოდულად სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს ერთობლივად განიხილავენ. ამ ეტაპზე პრიორიტეტულ საკითხად, კომპანიაში დასაქმებული პირების დუალურ სწავლებაში მენტორ - ინსტრუქტორებად გადამზადება დასახელდა. პროექტისათვის „საქართველოს რკინიგზამ“ 40 ინსტრუქტორი შეარჩია, რომლებსაც ტრენინგის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგების ჩასატარებლად საქართველოში დუალური სწავლების მიმართულებით მდიდარი და წარმატებული გამოცდილების მქონე გერმანიის რკინიგზის (DB) ტრენერები ჩამოვიდნენ. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის შემდეგომი ეტაპი საკვალიფიკაციო გამოცდების გამჭვირვალედ და კვალიფიციურად ჩატარებაა. კოლეჯში იმედოვნებენ, რომ საქართველოს, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო - სამრეწველო პალატებთან და გერმანიის რკინიგზასთან თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა გერმანიაში არსებული პროფესიული განათლების წარმატებული პრაქტიკა საქართველოშიც სრულად იყოს გაზიარებული.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)