|
2019-10-01 14:33:38, 1510 ნახვა
სამართალი
ზურაბ ჯაფარიძე „ფერადი ავტომობილით“ ტაქსაობისთვის 200 ლარით დააჯარიმეს
პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფერადი ავტომობილით ტაქსაობისთვის 200 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ „გირჩიდან“ აცნობეს. მათივე ცნობით, ჯაფარიძემ ფერადი ავტომობილით ტაქსაობის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფერადი ტაქსით გადაადგილება აიკრძალა და ეს უფლება მხოლოდ თეთრი ტაქსების მძღოლებს დარჩათ. ზურა ჯაფარიძემ რეგულაციის დარღვევა საკუთარი შავი ავტომობილით გადაწყვიტა. დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში სიარულისა და ერთი მგზავრის გადაყვანის შემდეგ, ჯაფარიძე ლიცენზიისა და თეთრი ავტომობილის არქონის გამო, საპატრულო პოლიციამ 200 ლარით დააჯარიმა. „დღეიდან შევიდა ძალაში მერიის მიერ დაწესებული ახალი რეგულაცია და ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ გავლილი რეგისტრაცია მერიაში, არ აქვთ ლიცენზია და არ ჰყავთ თეთრი მანქანა, აეკრძალათ ტაქსაობა. ჩემი აზრით, ეს რეგულაცია არის იდიოტობა იმიტომ რომ არღვევს ადამიანების საკუთრების უფლებას. სახელმწიფოს არ ესაქმება არაფერი იმაში, ადამიანი თეთრი მანქანით იტაქსავებს თუ შავით, ტრაფარეტი ეყენება თუ არა და ა.შ. ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული მავნებლობა და მე გადავწყვიტე, ეს რეგულაცია სპეციალურად დამერღვია. დღეს დილით ვიყიდე ტრაფარეტი, ჩემს შავ მანქანაზე დავიდგი და თბილისის ქუჩებში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში დავდიოდი. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დასრულდა იმით რომ გამაჩერა პატრულმა, რომელმაც შემდეგ სხვა ეკიპაჟს დაუძახა და მიუხედავას იმისა რომ ამ პოლიციელებისგან აზრის გაგება მინდოდა, ისინი იქცეოდნენ ჩვეულებრივი რობოტებივით და გამომიწერეს ორასლარიანი ჯარიმა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ასე არ დამთავრდება - მოფიქრებული მაქვს კონკრეტული გზა როგორ შეიძლება "გავღუნოთ" ეს რეგულაცია - კალაძე ამ ომს ვერ მოიგებს" - განაცხადა ჯაფარიძემ „გირჩი-ნიუსთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ დღეიდან, თბილისში თეთრის გარდა, ყველა სხვა ფერის ტაქსის გადაადგილება იკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა გასული წლის სექტემბერში მიიღო და თბილისის სილამაზის შესანარჩუნებლად ქალაქში მხოლოდ თეთრი ტაქსების მოძრაობა დაუშვა. ასევე, პირველი ოქტომბრიდან, ტაქსის სერვისის განხორციელებას ვეღარ შეძლებენ ვერც სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გარდა თეთრი ავტომობილისა, ტაქსის მძღოლებს სამუშაოდ ლიცენზიებიც უნდა აეღოთ - ცნობილია, რომ ტაქსის სერვისის განსახორციელებლად დედაქალაქში სულ 22 563 ნებართვა გაიცა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)