|
2019-10-01 14:22:01, 1349 ნახვა
სამართალი
თბილისსა და ახალციხეში „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და ახალციხეში „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, უწყება აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა. "კერძოდ - 1976 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევ ი.კ.-ს და 1982 წელს დაბადებული გ.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ხოლო წარსულში ნასამართლევ ორ პირს - 1979 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1981 წელს დაბადებულ კ.ა.-ს „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვაში ედებათ ბრალი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ნოემბერში ბიზნესპარტნიორებმა - გ.მ.-მ და კ.ა.-მ ფინანსური დავის გადასაწყვეტად, მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, ქურდული სამყაროს წევრების - ი.კ.-სა და გ.გ.-ს მეშვეობით, ცალ-ცალკე მიმართეს თურქეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციაში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს - ჯეირან კინწურაშვილს (მეტსახელად „ჯეირანას“) და ედუარდ ასატრიანს (მეტსახელად „ასატრინას“). კანონიერმა ქურდებმა დავის გადაწყვეტამდე ბიზნესპარტნიორების ფინანსური დავის შესწავლა ქურდული გარჩევით დაავალეს თავიანთ ნდობით აღჭურვილ პირებს, რომლებიც შეხვდნენ ბიზნესპარტნიორებს და მათ შუამავლებს - ქურდული სამყაროს წევრებს. ე.წ. კანონიერმა ქურდმა ჯეირან კინწურაშვილმა ფინანსური დავის გადასაწყვეტად და ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მისაღებად მოდავე მხარეები თურქეთის რესპუბლიკაში დაიბარა. შეხვედრაზე კინწურაშვილმა დავა ნაწილობრივ ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მეორე პირის შუამავალს 45 ათასი აშშ დოლარის თურქეთში ჩატანა დაავალა. გამოძიება მიმდინარეობს ქურდული სამყაროს წევრობის, ასევე, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-პრიმა ოთხი მუხლის 1-ლი ნაწილით. კერძოდ, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)