2015-07-14 19:13:12, 430 ნახვა
პოლიტიკა
მერია: დავით ნარმანიას მოსკოვის მერისთვის ოფიციალური მოსაწვევი არ გაუგზავნია
დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ თბილისის მერს დავით ნარმანიას მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ოლიმპიურ ფესტივაზე „თბილისი 2015“ ოფიციალურად არ მოუწვევია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, ნარმანიას სობიანინისთვის ოფიციალური მოსაწვევი არ გაუგზავნია.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ოლიმპიურ ფესტივალში რუსი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი „თბილისი 2015“ –ზე მოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან