22:41 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-29 03:55:26, 1949 ნახვა

საზოგადოება
იმერეთში გადაუღებელმა წვიმამ სახლები და ქუჩები დატბორა ქუთაისში დაიტბორა საავადმყოფოებიც

იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.

ამ დროისთვის დაფიქსირებულია 290-მდე შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა ქუჩების, შენობების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვას ეხებოდა. ასევე, წყალი შევიდა 3 სამედიცინო დაწესებულებაში - ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო ,,ჯეო ჰოსპიტალი", წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ამოტუმბვის სამუშაოები უმოკლეს დროში განხორციელდა და საავადმყოფოს ფუნქციონირებას ხელი არ შეშლია.

ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ. ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება.

შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის რეგიონში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იმერეთში აღარ წვიმს. მოძრაობა გზის მონაკვეთებზე სრულად აღდგენილია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics