|
2019-09-28 16:29:38, 18166 ნახვა
სამართალი
16 წლის მოზარდზე კორპუსიდან გადმოვარდნამდე ფიზიკური და მორალური ტერორი, ძარცვის მოტივით განხორციელდა
16 წლის გიორგი ყუშიტაშვილზე სავარაუდოდ ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი. მე-9 სართულიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას მაჯებზე ძალადობის კვალი ეტყობა, რომელიც სიცოცხლეშივე აქვს მიყენებული. ექსპერტ კრიმინალისტებმა კალოუბნის # 36 კორპუსის სახურავზე ყუშიტაშვილის კუთვნილი დამტვრეული საათი იპოვეს. მოწყვეტილი სამაჯური გამოძიებას ნივთმტკიცებად აქვს შენახული. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, 16 წლის ახალგზრდაზე კორპუსიდან ვარდნამდე განხორციელდა ფიზიკური და მორალური ტერორი. გრდაცვლილის სახურავზე აყვანა სწორედ საათის და მობილური ტელეფონის წართმევის სურვილით იქნა განხორციელებული. მომხდარიდან მეორე დღეს, ამავე ფაქტზე პოლიციამ 1999 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.მ.-ც დააკავა, რომელსაც, ძარცვასთან ერთად, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია "ნაგანის" ტიპის რევოლვერი და საბრძოლო ვაზნები.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)