04:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 15:36:15, 3121 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი: საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ არსებობს - არავის მიმართ არ ვართ ფობი

 „რუსოფობიური განწყობები არ არსებობს საქართველოში“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

პრეზიდენტის შეფასებით, მთავარი რაც შეიძლება მსოფლიოს საქართველომ შემატოს შემწყნარებლობა და ტოლერანტობაა.

„არასოდეს არ არსებობდა და ეს იყო ერთ-ერთი ჩემი თემა აქ, სადაც გამოვდივარ, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, მთავარი, რაც შეიძლება ჩვენ შეიძლება მოვუტანოთ მსოფლიოს, ეს არის ჩვენი შემწყნარებლობა, ტოლერანტობა. არავის მიმართ ჩვენ არ ვართ ფობი და არასოდეს ვყოფილვართ. სხვათა შორის, ამის მაგალითი არის, რომ 1 500 000 რუსი ტურისტი ჩამოვიდა შარშან და არც ერთი ინციდენტი არ არსებობს. დანარჩენი არის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც აშკარად არსებობს ორ ქვეყანას შორის და როგორ იქნება სხვანაირად, როცა შენი ტერიტორია ოკუპირებული არის და ამაზე საჭიროა მუშაობა. ამაზე უნდა ვიმუშაოთ, ოღონდ არა მარტო, ჩვენ გვერდით და ვენ ზურგსუკან დგანან ჩვენი პარტნიორები და ამ კუთხით, შეგვიძლია, წინ წავიდეთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის,  სერგეი ლავროვმა გაერო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მოსკოვს არასდროს სურდა ხელოვნური მიზეზების გამონახვა საქართველოსთან საჩხუბრად“.

აღნიშნულ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics