|
2019-09-28 10:33:27, 3305 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი გახდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს, აბდელლათიფ ხედირას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და ქალაქ მარაკეშში, მიმდინარე წელს გამართული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სხდომის შედეგები განიხილეს, სადაც ოფიციალურად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საბჭოში გაწევრიანების პროცედურები ნოემბრის ბოლოს დასრულდება. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და საბჭოს მომავალ სხდომას თბილისი უმასპინძლებს. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საქართველოში ზეთისხილის წარმოების განვითარებისთვის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „წელს საქართველომ დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსთან. ჩვენი ქვეყნისთვის ზეთისხილი ახალი კულტურაა. შესაბამისად, ინდუსტრიის ეფექტიანად განვითარებისთვის, გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება გვჭირდება. მისასალმებელია, რომ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსთან გაღრმავდება თანამშრომლობა და შესაძლებლობა გვექნება გავიზიაროთ საბჭოს წევრი ქვეყნების მრავალწლიანი გამოცდილება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, ქართული ზეთისხილის ზეთი, მსოფლიოში წამყვან ხუთ ქვეყანას შორის, ხარისხით ერთ-ერთი საუკეთესოა. „მოხარული ვარ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ზეთისხილის მწარმოებელთა დიდ ოჯახს შეუერთდება. საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რათა ჩვენი ორგანიზაციის ოფიციალური წევრი გახდეს. მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ და აქტიურად ვითანამშრომლოთ, რათა საბჭოში გაწევრიანების პროცედურები დროულად დასრულდეს“, - განაცხადა აბდელლათიფ ხედირამ. შეხვედრას ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს იურიდიული განყოფილების უფროსი ედუარდო მუელა როდრიგესი და „ქართული ზეთის ხილის“ კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სვანიძე ესწრებოდნენ.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)