|
2019-09-27 13:37:03, 2271 ნახვა
სამართალი
ვასაძე - თადუმაძის მიმართვაში, სადაც პროკურატურა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობას სთხოვს, ტექნიკური შეცდომებია
გენერალური პროკურორის მოადგილის მამუკა ვასაძის თქმით, პროკურატურის მიმართვაში, რომლითაც უწყება დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობას სთხოვს, ტექნიკური შეცდომებია დაშავებული. ამის შესახებ ვასაძემ პარლამეტნის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, დეპუტატების კითხვებს პასუხობს. „არსებობს ტექნიკური ხარვეზები, რომელთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებ. ეს დოკუმენტი შემოვიდა ბატონი შალვა თადუმაძის ხელმოწერით. თქვენ იცით, რომ ის ასევე არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. როცა მობრძანდება, თუ შეკითხვა გექნებათ ამასთან დაკავშირებით, ეს არის მის მიერ ხელმოწერილი დაოკუმენტი და განმარტებას ბატონი შალვა მოგახსენებთ. არის ტექნიკური შეცდომა დაშვებული, ეს არის ობიექტური გარემოება“, - განაცხადა მამუკა ვასაძემ. შეგახსენებთ, გენპროკურორის, პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვასთან დაკავშირებით თავდაპირველად პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წერილში, რომლითაც შალვა თადუმაძე დეპუტატ ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე თანხმობას ითხოვს, პრეცედენტებად მოყვანილი საქმეები არარელევანტურია, ერთ-ერთი საქმე კი, საერთოდ არ არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)