22:43 - 08 Jul, 2026
|
2019-09-27 12:03:57, 1736 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ვიცე-მერმა და მერის მოადგილეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და მერის მოადგილეებმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. „უკვე 26 წელია, ეს ტკივილი ყველა ქართველს მოჰყვება. ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს. ახლა მთავარი ისაა, ერთად ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო და მშვიდობიანი გზით შევძლოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)