23:42 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 11:57:02, 1655 ნახვა

საზოგადოება
ავჭალაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის მოწესრიგებას ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, ავჭალაში, ჯანჯღავას  შესახვევში და მიმდებარე ჩიხებში, ასევე, გლდანულის ქუჩის I, II, III, IV შესასვლელში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ჯანჯღავას შესახვევში გრუნტის გზის ნაცვლად, დაახლოებით,   4 531 კვ.მ ფართობზე, გლდანულის ქუჩის შესახვევებში კი დაახლოებით, 4 215 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.  

ჯანჯღავას შესახვევი გლდანის რაიონში ერთ-ერთი პრობლემური ქუჩა იყო, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, გზის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. მას შემდეგ, რაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეცვალა და წყალარინების სისტემა მოაწესრიგა,  გამგეობას შესაძლებლობა მიეცა, საგზაო სამუშაოები დაეწყო. 

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

ჯანჯღავას შესახვევისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  254 674 ლარი, გლდანულის ქუჩის შესახვევებისთვის კი 239  844  ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია L & L ახორციელებს.

გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის, ასევე, ჯანჯღავას პირველი შესახვევის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. უახლოეს მომავალში კი ივანე კაჭარავას ქუჩაზე გზის იმ მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა.  

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics