23:48 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 10:18:33, 1835 ნახვა

საზოგადოება
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების შეფასებით, ქართული ღვინო უნიკალურია

საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი  ეწვია, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები არიან. ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Swirl Wine Group-ის ორგანიზებით განხორციელდა.

ტურის ფარგლებში სტუმრები  ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ და ადგილზე დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები. ამასთან ერთად, თბილისში ჩატარდა დეგუსტაცია, სადაც ღვინის მწარმოებელ 27 კომპანიას შესაძლებლობა მიეცა საკუთარი პროდუქცია ღვინის პროფესიონალებისთვის წარედგინა.

ღვინის ეროვნული სააგეტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ბრიტანელ პროფესიონალებს კახეთში, ერთ-ერთ ღვინის საწარმოში შეხვდა.  მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და მსგავსი აქტივობები ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციისკენაა მიმართული.

„დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. წელიწადის ამ საუკეთესო დროს, რთველის პერიოდში, მათი საქართველოში ვიზიტის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის კულტურას და უნიკალურ ქართულ ღვინოებს, რომელზეც მოთხოვნა სხვა საერთაშორისო ბაზრებთან ერთად, დიდ ბრიტანეთშიც მზარდია“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ბრიტანელი პროფესიონალების შეფასებით, საქართველო გამოირჩევა მეღვინეობის მდიდარი ისტორიით, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, ღვინის დაყენების ტრადიციებითა და უნიკალური ღვინოებით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics