05:01 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 14:48:17, 2445 ნახვა

რეგიონი
შრომის ბაზარზე ქცევის ელემენტარული წესების შესახებ ტრენინგ-სემინარი ჩატარდა

შრომის ბაზარზე ქცევის ელემენტარული წესების შესახებ ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.

აჭარის ჯანდაცვის დასაქმების სააგენტოს 2019 წლის მიზნობრივი პროგრამა ,, დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფა’’ ქვეპროგრამის ,,სააგენტოს პოპულარიზაცია’’ ფარგლებში, გაიმართა მოკლევადიანი ტრენინგ-სემინარი შრომის ბაზარზე ქცევის ელემენტარული წესების შესახებ, შემდეგ მიმართულებებში: სამუშაოს მოძიების ტექნიკა; რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა; გასაუბრებაზე მოქცევის წესები.

 ტრენინგი იყო ინტერაქტიული, საინტერესო და დატვირთული სასარგებლო რჩევებით. თემატიკა მომზადებული იყო მსოფლიოს წარმატებული ადამიანებისა და წამყვანი ფსიქოლოგების, აგრეთვე თავად ტრენინგის ავტორის ლაშა ხუტიაშვილის 23 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.

ტრენინგის დასრულების შემდგომ თითოეულ მონაწილეს გადაეცა სატრენინგო მასალები (ჰენდაუთი). ტრენინგი ჩატარდა ტენდერში გამარჯვებული ა(აიპ) კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ასოციაციის მიერ. დასაქმების სააგენტო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, რათა სამუშაოს მაძიებლებმა შეძლონ საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენა დამსაქმებლის წინაშე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics