04:59 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 13:37:52, 1680 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იუნისეფის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მოადგილეებთან ერთად "იუნისეფ საქართველოს" ოფისის წარმომადგენელს, ღასან ხალილს, ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელს, თამარ უგულავას, სოციალური კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს, მაია ქურციკიძეს, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელს, ქეთევან მელიქაძესა და სხვა წარმომადგებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის პროექტები, რომელბიც იუნისეფის ხელშეწყობით აჭარაში მიმდინარეობს. ესენია:

" ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხეშეწყობა"

 "შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება აჭარაში"

"ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აჭარაში".

„ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხეშეწყობა" - პროექტის ფაეგლებში ადგილობრივებს უტარდებათ ტრენინგები.

„შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება აჭარაში" - პროექტის ფარგლებში რეგიონის 6 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს პილოტის დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრას, პირის სოციალური საჭიროებისა და ფუნქციონირების შეფასების მიხედვით.

„ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აჭარაში" - პროექტის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით შედეგად აჭარაში დაინერგა 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა. ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვების განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics