03:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 11:55:02, 1425 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი განმარტავს, რა პირობებში უნდა იყოს შესაძლებელი მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებული პირების შეწყალება

 „მე არ მგონია, რომ კანონით უნდა აიკრძალოს რომელიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენის შეწყალება საერთოდ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

წულუკიანმა განმარტა, თუ როდის და რა პირობებში უნდა იყოს შესაძლებელი მძიმე დანაშაულზე მსჯავრდებული პირების შეწყალება.

„მე ვფიქრობ, რომ კონკრეტული შეწყალებების გადაწყვეტილებებზე რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემგან ბევრი და სრულყოფილი კომენტარები გაკეთდა, ამიტომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს აღარ შევეხები. რაც შეეხება მომავალს, მე არ მგონია, რომ კანონით უნდა აიკრძალოს რომელიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენის შეწყალება საერთოდ. უბრალოდ უნდა დადგინდეს მკაფიო კრიტერიუმები, როდის და რა პირობებში შეიძლება გახდეს შესაძლებელი ამა თუ იმ დანაშაულის ჩამდენი პირის შეწყალება. განვმარტავ, როდის ნიშნავს იმას, რომ გამორიცხული უნდა იყოს მკვლელის შეწყალება, თუ მას მისჯილი აქვს მაგალითისთვის 9 წელი, 2 წლის თავზე შეწყალება. თუ მკვლელს მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა ჩვენ ალბათ არ უნდა დავუშავათ ის, რომ ეს ადამიანი 20-25 წლის შემდეგ მისი ასაკიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, მონანიების ხარისხდიდან გამომდინარე, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხარისხიდან გამომდინარე არ სარგებლობდეს შეწყალების უფლებით. ამიტომაც ჩვენ კრიტერიუმები უნდა დავხვეწოთ და არა აკრძალვების გზით ვიაროთ. ასევე დავხვეწოთ პროცესი, თუ ვინ უნდა შეაფასოს კონკრეტული პატიმარი. ამას ვერ შეაფასებს ვერც პრეზიდენტი, ვერც მინისტრი და ვერც მხატვარი. ეს უნდა შეაფასოს რეაბილიტაციის რესოციალიზაციის სპეციალისტმა, მედიატორმა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული იყოს თანახმა და ბევრი სხვა პროცესები, რაც დღეს შეწყალების პროცესში არ ხდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics