|
2019-09-25 14:45:11, 2741 ნახვა
სამართალი
საბანაძე: ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა და სამართლებრივი დევნის დაწყება გაზრდილია
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა საზოგადოებას ექვსთვიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა. ღონისძიება მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ გახსნა. „გაზრდილია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობის მაჩვენებელი. გაიზარდა შემაკავებელი ორდერების და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების სტატისტიკაც, დაინერგა ძალადობის რისკის შეფასების სისტემა და მონიტორინგის მექანიზმი, რაც განმეორებითი ძალადობის ადრეულ ეტაპზე პრევენციის საშუალებას იძლევა. დისკრიმინაციული მომენტის გამოკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებში სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება. ასევე პროგრესია ამ ტიპის დანაშაულებზე ეფექტური რეაგირების კუთხითაც. განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და გამკაცრდა ოჯახში ჩადენილი დანაშაულისა და დისკრიმინაციული დანაშაულის მიმართულებით. დეპარტამენტის საქმიანობის შედეგებმა დაგვანახა, რომ საჭირო იყო სხვა კატეგორიის დანაშაულებზეც მსგავსი მონიტორინგის განხორციელება. შსს ინიციატივით მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმა, რაც გულისხმობს საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების გამიჯვნას. სწორედ ამიტომ მიმდინარე წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს მანდატი გაუფართოვდა. სისტემაში გაჩნდა ხარისხის კონტროლის მექანიზმი, რომელიც სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის მიზნით უზრუნველყოფს შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრას. ჩვენთვის პრიორიტეტულია დაზარალებულის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმართვა. სწორედ ამ მიზნით შსს-ში შეიქმნა კოორდინატორის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებულის ინტერესების დაცვას საგამოძიებო პროცესში. ამ მიმართულებით უკვე ექვს დანაყოფში ფუნქციონირებს კოორდინატორის სამსახური“, - განაცხადა კახა საბანაძემ. 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია, სისტემის შიგნით, გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების პროცესში ხარვეზების იდენტიფიცირებას და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს.
(NS)
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)