|
2019-09-25 11:57:36, 2150 ნახვა
სამართალი
6 თვეში ოჯახში ძალადობისთვის 5 000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის 6-თვიანი ანგარიშის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 5 000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა. აქედან 3 000-ზე მეტ შემთხვევაზე გამოძიებაა დაწყებული. ამასთან, 3%-მა შემაკავებელი ორდერი დაარღვია. გარდა ამისა, დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, სექსუალური დანაშაულის შესახებ მიმართვიანობა გაზრდილია და აღნიშნულ დანაშაულზე 6 თვის განმავლობაში 90-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული. "ეს აიხსნება ორი გარემოებით - ერთის მხრივ, საზოგადოების ცნობიერება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და მეორე მხრივ, სამართალდამცველების მიმართ ნდობა უფრო მეტად არის გაზრდილი. ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე 2019 წლის პირველ 6 თვეში გამოცემულია 399 შემაკავებელი ორდენი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წლის ანალოგიურ პერიოდს. ასევე გამოძიება არის დაწყებული 3000-ზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე. რაც შეეხება სექსუალური ტიპის დანაშაულებს, ამ მიმართულებითაც გამოვლენის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაქვს გაზრდილი, სულ დაფიქსირდა 204 ფაქტი, რომელთა შორისაც სჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და არასრულწლოვანთან წინასწარ შეცნობით გარყვნილი ქმედების შეღწევის ქმედებები. რაც შეეხება, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს, გამომძიებლებს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ საქმეში, დისკრიმინაციული მოტივის გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამ მიღწევებთან ერთად გვაქვს გამოწვევებიც, ერთი მხრივ გაგრძელდება გამომძიებელთან გადამზადება და სპეციალიზება და მეორე მხრივ, ვგეგმავთ საკანონმდებლო ცვლილებებს, ოჯახში ძალადობის საკითხებზე, გვინდა დავნერგოთ ელექტრონული ზედხედველობის მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა განხორციელდება", - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა გოგა ხატიაშვილმა.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)