04:56 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 16:14:55, 2830 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე შშმ ბავშვების მშობლებს 2020 წელს დაგეგმილ პროგრამებს აცნობს

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობის“ ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშების მშობლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი სამინისტროს მიმდინარე და 2020 წელს დაგეგმილ იმ პროგრამებს წარადგენენ, რომლებიც გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებებზე.

შეხვდრას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი მიმართულებით გამართავენ პრეზენტაციებს. პროექტი "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და world Vision საქართველოს ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს 6 რეგიონში დაგეგმილია ინკლუზიური დიალოგისა და მონაწილეობითი პოლიტიკის განვითარებისათვის პლათფორმის გაძლიერება. დღევანდელი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია "თნაბარი ცვლილებები უფლებებისათვს" ორგანიზებით იმართება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics