00:51 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-24 11:27:47, 999 ნახვა

საზოგადოება
თბილისიდან გატაცებულმა აფგან მუხთარლიმ ბაქოს ციხეში შიმშილობა დაიწყო

თბილისიდან გატაცებულმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ აზერბაიჯანის ციხეში შიმშილობა დაიწყო, - ამის შესახებ ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

მუსტაფაევას განცხადებით, მუხთარლის დიაბეტი აქვს, ამიტომ შიმშილობის გამო მისი კომაში ჩავარდნის რისკი მაღალია.   

მანვე დასძინა, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტი თბილისიდან 2017 წელს გაიტაცეს. მას საზღვრის უკანონო კვეთა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლო და კონტრაბანდის გადატანა ედება ბრალად. ჟურნალისტი საქართველოში ცხოვროვდა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომელზეც კრიტიკულ სტატიებს წერდა თავს თბილისში ოჯახთან ერთად აფარებდა.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics