01:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 14:41:01, 772 ნახვა

საზოგადოება
დღეს „თიბისის“ ყველა ფილიალში სარაგბო განწყობაა

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად თიბისიმ კიდევ ერთი კამპანია წამოიწყო.

დღეიდან, საქართველოს მასშტაბით მდებარე თიბისი ბანკის ყველა ფილიალის თანამშრომლები მომხმარებელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურებით მოემსახურებიან. კამპანიის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების მხარდაჭერა და ქვეყანაში საგულშემატკივრო მუხტის  და განწყობის შექმნაა.

ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი კამპანია  რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის პირველ დღეს, 23 სექტემბერს დაიწყება. მაისურების კამპანია ბორჯღალოსნების თამაშის დღეებს -  23 სექტემბერს, 3 ოქტომბერს და 11 ოქტომბერს დაემთხვევა.

მომხმარებლების ბორჯღალოსნების საგულშემატკივრო მაისურებით მომსახურება ერთადერთი წამოწყება არ არის,  რომელსაც თიბისი რაგბის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ახორციელებს. თიბისის ინიციატივით, უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც თბილისის ქუჩებში, გაჩერებებზე ქართველი მორაგბეებისა და რაგბის კავშირის გუნდის წევრების პორტრეტებია განთავსებული. გარდა ამისა, თიბისის ინიციატივით მომზადდა ანიმაციური ვიდეო, რომელიც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს ეძღვნება. ვიდეორგოლის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: stealing the sun - video

რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს აზიაში პირველად ჩატარდება. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ. კერძოდ:

23 სექტემბერი - საქართველო-უელსი

29 სექტემბერი - საქართველო-ურუგვაი;

3 ოქტომბერი - საქართველო-ფიჯი;

11 ოქტომბერი - საქართველო ავსტრალია;

მსოფლიო თასის სრული განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics