|
2019-09-22 14:06:04, 3090 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: პირადად ვარ ბევრ ისეთ ოჯახში ნამყოფი, სადაც რჩება სიღარიბე
„პირადად ვარ ბევრ ისეთ ოჯახში ნამყოფი, სადაც რჩება სიღარიბე, სადაც რჩებიან ბავშვები, რომელთაც არ აქვთ საშუალება, რომ ელემენტარული პირობები ჰქონდეთ, სადაც რჩება დასაქმების პრობლემა და სადაც ადამიანები კომუნალურ გადასახადებსაც ზოგჯერ ვერ იხდიან, მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენთვის არის მთავარი ხვალინდელი დღე. ჩვენი გუნდი მთლიანად არის ორიენტირებული მომავალზე"-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანის „ იმედის" ეთერში გააკეთა. ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე და შესაბამისი კვლევების შედეგებზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს ობიექტური და ტედენციური კვლევები, რომელთა ნაწილსაც არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არ ენდობა, თუმცა, იმისათვის, რომ სწორი პოლიტიკა დალაგდეს მომავალში, საჭიროა მოხდეს კვალიფიციური კვლევების და მისი შედეგების გათვალისწინება. „ვინც ჯერ იკვლევს, მერე გეგმავს და მერე აკეთებს, ის არის მხოლოდ წარმატებული",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ იმ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის გათვალისწინებით ხელისუფლება სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას გეგმავს. „განათლებაში ჩვენ ვდებთ ბიუჯეტის 25 პროცენტს. არის თუ არა განათლება იმის შესაძლებობა, რომ მოსახლეობა დასაქმდეს და სიღარიბიდან ამოვიდეს? არის. ინფრასტრუქტურაში ვხარჯავთ ყოველწლიურად 2 მილიარდზე მეტს. ეს ნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილები იქმნება და მოქალაქეებს აქვთ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, გაზიფიკაცია, წყლის სისტემები. ეს ნიშნავს, რომ მოდის მეტი ტურისტი, მეტი ტვირთები და მეტი ეკონომიკა. ეს არის ის, რაც სიღარიბეს ამცირებს. გადასახადები შევამცირეთ მცირე და საშუალო ბიზნესზე, პრაქტიკულად ერთ პროცენტზე დავიყვანეთ. ეს ნიშნავს, რომ ის ფული, რასაც იხდიდნენ ბიუჯეტში, დარჩებათ, რომ ბიზნესი გააფართოვონ, მეტი ადამიანი დაასაქმონ და მეტი შემოსავალი ნახონ. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოქალაქეზე არის 4 ათას დოლარზე ცოტა მეტი, სანამ ეს არ გახდება 10 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, ერთ ადამიანზე, ჩვენ მოგვიწევს მუხლჩაუხრელი შრომა",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)