|
2019-09-20 18:52:45, 5905 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა გამოვიდეს და დეტალური განმარტებები გააკეთოს შეწყალებაზე
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა გამოვიდეს და დეტალური განმარტებები გააკეთოს ამ შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იმ ადამიანებმა, ვინც ეს საბუთები მოამზადა, ვინც ამ სიაზე იმუშავა, ვინც შესაბამისი დოკუმენტები მიიღო, გაეცნო და გადასცა პრეზიდენტს",- ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია იმედის ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გააკეთა. პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალებაზე საუბრისას, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ წინა პრეზიდენტების შემთხვევებშიც ხდებოდა სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ არსებობდა გარკვეული, თუნდაც ცუდი ლოგიკა შეწყალებებთან დაკავშირებით. ფრაქციის თავმჯდომარის თქმითვე, გაუგებარია თუ რა კრიტერიუმებით და არგუმენტებით მოხდა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული ადამიანების შეწყალება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ. „პრეზიდენტის მხრიდანაც ჩვენ ველოდებოდით დეტალურ განმარტებას, მაგრამ ვნახეთ, რომ მან მორატორიუმი გამოაცხადა თავისივე გადაწყვეტილებაზე და ეს თავის მხრივ შეიცავს პრობლემებს. როცა შეწყალებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის პრინციპულები ვიყავით, როცა ვაფასებდით მიხეილ სააკაშვილის ძალიან სუბიექტურ გადაწყვეტილებებს შეწყალებასთან დაკავშირებით. ის შეწყალებას იყენებდა თავისიანებისთვის, ეს ვიცოდით. შემდეგ, იგივე პრაქტიკა გააგრძელა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, აქაც პრინციპული პოზიცია დავიჭირეთ და ვაკრიტიკებდით, მაგრამ ბოლო შემთხვევაში ეს ლოგიკაც კი არ ჩანს და ზუსტი პასუხი ამწუთას არ მაქვს, რის გამო შეიწყალა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ის ადამიანები, რამაც სავსებით სამართლიანად გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე განცხადებით, გამოძიების შედეგები მოგვცემს საშუალებას ყველა საკითხს კონკრეტული პასუხი გაეცეს.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)