17:54 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-20 12:49:41, 2568 ნახვა

რეგიონი
ღია დიალოგის რეჟიმში ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ღია დიალოგის რეჟიმში ოზურგეთის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე  მიაწოდეს.

„ამგვარი შეხვედრების ფორმატი მოსახლეობას საშუალებას აძლევს ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმ საკითხებზე ისაუბროს, რომლის მოგვარებაც პირველ რიგის აუცილებლობაა. მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაცია გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის და სახელმწიფო პროექტების დაგეგმვის პროცესის დროს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.  

მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია.  აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხის მოგვარება ეტაპობრივად მოხდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება.  

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics