|
2019-09-20 10:33:32, 2500 ნახვა
რეგიონი
კახეთში რთველის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს
კახეთში რთველი 2019-ის პროცესში, გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი დღეღამური მაჩვენებელია. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, ბუნებრივია, გაზრდილია საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი, თუმცა შტაბის თანამშრომლების მიერ ხდება რიგების ორგანიზებული მართვა და მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექმნებათ. „კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. ყოველდღიური გადამუშავების მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია როგორც ყურძნის დიდი მოსავლით, ასევე, ვიცით რომ სექტემბერის თვეში თითქმის ერთკვირიანი წვიმების გამო, რთველის პროცესი შედარებით გვიან დაიწყო. ღვინის მარნების მიერ ყურძნის მიღების პროცესი დაკავშირებულია გარკვეულ ტექნოლოგიურ პროცესთან და თითოეული მანქანის მომსახურებას მინიმუმ ნახევარი საათი ესაჭიროება. გააჩნია ასევე ღვინის საწარმოს ტექნიკურ შესაძლებლობებს, ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნას დიდი რიგები და ასეთ შემთხვევებში ხდება მანქანების ორგანიზებული გადამისამართება ახლოს მდებარე სწარმოებში“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. 20 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 91 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 60 ათასი ტონა რქაწითელი, 25 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 80-ზე მეტი ღვინის მარანი. რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)