04:10 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 19:07:43, 3397 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძემ გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის რეგიონული სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

18-19 სექტემბერს ბათუმში გეოლოგ-მენავთობეთა ამერიკული ასოციაციის (AAPG) ევროპის რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მსხვილი ნავთობმომპოვებელი კორპორაციების მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ქართველი პარტნიორები იყვნენ ნავთობისა და გაზის სააგენტო და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ. მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა ქვეყნის სტაბილურ ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მიმდინარე ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, აგრეთვე ლიბერალურ და პროგნოზირებად ბიზნესგარემოზე, რამაც კონფერენციის მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიებისთვის პრიორიტეტულია ისეთი ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელება, სადაც სტაბილური ეკონომიკა, ძლიერი ინსტიტუციები და საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე გათვლადი ბიზნესგარემოა.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ინფორმაცია საქართველოში ნავთობისა და გაზის პოტენციური საბადოების გეოლოგიური მდგომარეობისა და არსებულ საბადოებზე მიმდინარე ძებნა-მოპოვებითი სამუშაოების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორია, განსაკუთრებით, მისი ტერიტორიული წყლები შავ ზღვაში ნაკლებად არის შესწავლილი ნახშირწყალბადების გეოლოგიური მარაგების არსებობის კუთხით. განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია პრეზენტაციამ, რომელიც წარადგინა ნავთობისა და გაზის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა. ითქვა, რომ საქართველომ დაასრულა ტენდერი ბევრ სახმელეთო ბლოკზე, ასევე იგეგმება საერთაშორისო  ტენდერის გამოცხადება, რომელიც მოიცავს შავი ზღვის შელფის ტერიტორიას.

სამუშაო შეხვედრაზე მსხვილმა ნავთობკომპანიებმა, როგორიცაა ExxonMobil, Total, OMV და ა.შ., წარმოადგინეს საკუთარი ხედვა აღნიშნულ რეგიონში მათი საქმიანობისა და სამომავლო პროექტების თაობაზე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics