|
2019-09-19 16:33:01, 1516 ნახვა
სამართალი
ზღვის უბნის IV მიკრორაიონში 2 000 კვ.მ ფართობზე სკვერი მოეწყობა
ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის IV მიკრორაიონის V კორპუსის მიმდებარედ არსებული დაზიანებული სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. ამ ეტაპზე, მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 2 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, მოეწყობა გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, ფილები, ბორდიური, განთავსდება საპარკე სკამები და ურნები. პროექტის დეტალები, რომელიც 2020 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება, ადგილობრივ მცხოვრებლებს ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ გააცნო. „აქ ოდესღაც დასასვენებელი სივრცე არსებობდა, თუმცა ახლა რა მდგომარეობაც არის, სკვერს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მიმდებარე ტერიტორია გადაქცეულია ავტოსადგომად. ახალი რეკრეაციული ზონის მოწყობას მოსახლეობა აქტიურად ითხოვდა. ადგილობრივებს გარკვეული შიშიც ჰქონდათ, რომ აქ საცხოვრებელი კორპუსი აშენდებოდა, თუმცა შიშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ამ ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა. სწორედ ამის შესახებ ვესაუბრეთ მოქალაქეებს და მათ პროექტის დეტალები გავაცანით“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნულ მისამართზე სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 242 776 ლარს გამოყოფს.
(NS)
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)