23:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 14:31:04, 1772 ნახვა

პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი ომბუდსმენს: საუბრობთ ისეთ საკითხებზე, რაც ხელისგულზეა, გვჭირდება ინფორმაცია, რომელიც არ ვიცით

 „თქვენ საუბრობთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია და მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ამ საკითხებზე საუბარი, მაგრამ მიზეზებზე არ ვსაუბრობთ“, - ამ სიტყვებით პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველი უფრო კრიტიკული უნდა იყოს ქვეყანაში განვითარებული პროცესები მიმართ.

„ქალბატონო ნინო, თქვენ ხართ იმ მოცემულობაში სახალხო დამცველი, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით ხდება ხელისუფლების მიტაცების მცდელობა და სამწუხაროდ, კონსტიტუციური სახელისუფლებო შტოების პოლიტიკურ ვერტიკალში მოქცევა. ეს არის სასამართლო, ეს არის პარლამენტი, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება. ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომლის მიმართაც არ არის აღქმა, რომ ის არის ამ ქვეყნაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები.

რეალურად მიმდინარეობს ხელისუფლების მიტაცება, რეალურად კორუპცია იქნა ქვეყანაში ლოიალობის მიღების მექანიზმად. არიან ამ ქვეყანაში პრივილეგირებული ბიზნესმენები, რომლებიც გამოირჩევიან ინფორმაციებზე წვდომით, არიან ადამიანები, რომელთაც ჰყავთ საკუთარი მოსამართლეები. თქვენ საუბრობთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია და მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ამ საკითხებზე საუბარი, მაგრამ მიზეზებზე არ ვსაუბრობთ. მიზეზებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ გვჭირდება თქვენგან ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც არ ვიცით. დეტალები არ ვიცით, ფაქტები არ ვიცით, მაგრამ ეს ფაქტები, რომ ხდება ქვეყანაში ეს ხელისგულზე არის“, - მიმართა გოგიჩაიშვილმა ლომჯარიას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics