23:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-19 14:08:33, 2001 ნახვა

პოლიტიკა
კვიციანი ომბუდსმენს: 8 სექტემბერს ე.წ. აქციის მონაწილეები თავს დამეხსნენ, მლანძღეს და თქვენ არ შეგიმჩნევიათ

8 სექტემბერს ე.წ. აქციის მონაწილეები თავს დამეხსნენ, მლანძღეს და თქვენ არ შეგიმჩნევიათ, - ამ კითხვით „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა  სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

გარდა ამისა, კვიციანმა მიმართა ომბუდსმენს განემარტა, თუ რას გულისხმობს სიძულვის ენა.

„8 სექტემბერს თავს დამესხნენ დეპუტატს ე.წ. აქციის მონაწილეები და მათთან ერთად ჟურნალისტები, მლანძღეს და თქვენ ეს არ შეგიმჩნევიათ. როდესაც ბენდუქიძეს მოღალატე უწოდეს და აქტივისტებმა შემოსძახეს, ისინი ხულიგნობის მუხლით ციხეში გაუშვეს.  გახსოვთ ალბათ ძალიან კარგად.

სიძულვილის ენას ახსენებენ ძალიან ხშირად. რა არის ბოლოსდაბოლოს ეს სიძულვის ენა? თქვენ 6 ფურცლიანი წერილი გამომიგზავნეთ, რომ თითქოს მე და სოფო კილაძემ დავარღვიეთ ადამიანის უფლებები. საქართველოში ვცხოვრობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ენა და ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს ვალდებულება იცოდეს ქართული ენა, მეტყველებდეს ქართულად, იცოდეს ისტორია და კანონებში ერკვეოდეს. მე ადამიანს ვუთხარი, საქართველოს მოქალაქე ბრძანდებით?! დამეთანხმა, ქართულად რატომ არ მელაპარაკები?! სიძულვილის ენაა ეს მაინტერესებს?!“ - მიმართა კვიციანმა ლომჯარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics