2019-09-19 10:57:21, 1430 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ რომ არჩევნები იყოს, მოსახლეობის 41% არ წავიდოდა, ხოლო 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ხმა ვის მისცეს - NDI
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებზე ხმა ვის მისცეს.
კითხვაზე - ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცეთ ხმა ამომრჩევლების 37%-მა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს. 5%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
ამავე კვლევის თანახმად, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდნენ თუ არ მონაწილეობას", გამოკითხულთა 59% აცხადებს, რომ არჩევნებზე მივიდოდა, ხოლო 41%-მა აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.
ცნობისთვის, კვლევა 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხული იყო 2131 პირი. ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან