22:04 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 17:52:32, 1877 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში  ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს  უმასპინძლა. დიპლომატმა ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას გაესვა ხაზი.  მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში  თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და  საერთო საფრთხეებსა და გამოწვევებზე  ისაუბრეს.   საუბარი ასევე შეეხო  საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხო გარემოს და აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. საუბარი შეეხო საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში აფრიკის კონტინენტზე.  

მინისტრმა დიპლომატს მხარდაჭერისთვის  მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება დიდ მნიშვნელობას იძენს საქართველოში ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics