|
2019-09-18 15:08:54, 2967 ნახვა
კომენტარი
გახარია: მიუღებელია მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება - რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს
„ჩემთვის, აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის შეწყალება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის მიერ მკვლელობისთვის მსჯავრდებული 3 პირის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება აუცილებელია, რათა გარკვეული „ფილტრები“ გაჩნდეს და მძიმე დანაშაულში ბრალდებულების შეწყალება არ მოხდეს. „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის, აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალება. რა თქმა უნდა აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა, გამოაცხადა მორატორიუმი. ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობის საგანი პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობაში დამნაშავე ადამიანები, ასეთი ფორმით არ იქნენ შეწყალებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)