22:03 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 15:03:48, 1894 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: დაველოდოთ მორატორიუმთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული

დაველოდოთ მორატორიუმთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის შეფასებით, მისთვის მიუღებელია პრეზიდენტის გადაწყვეტილება მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით.

„შეწყალებასთან დაკავშირებით მე გუშინ გავაკეთე კომენტარი. ახალს ვერაფერს ვერ დავამატებ. რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩემთვის გადაწყვეტილებები, რომელიც ბოლოს იქნა გაკეთებული და საზოგადოების შეშფოთებას აქვს საფუძველი.

როდესაც პირველად იქნა გადაწყვეტილება მიღებული შეწყალებებთან დაკავშირებით, ჩვენ პრეზიდენტის განცხადება მოვისმინეთ, რომ გადახედილიყო ის კანონი, რომელიც ანიჭებს პრეზიდენტს უფლებამოსილებას  შეწყალებასთან დაკავშირებით. შესაბამისად დაველოდოთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება მორატორიუმზე, სწორედ ამის გამო იქნა მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics