2015-07-13 15:14:51, 449 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი გადაიდო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტის გადადების თაობაზე, წერილობითი დადასტურება ჯერჯერობით არ მიუღია.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
თუმცა, მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ზეპირი ინფორმაციის საფუძველზე, საუბარია ვიზიტის გარკვეული ვადით გადადებაზე და ამჟამად დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან