04:43 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 15:43:03, 1040 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს გამგეობა და პრაღა 3 ქალაქის განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებენ

საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მუნიციპალიტეტ პრაღა 3-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და პრაღა 3-ის მერმა, ირჟი პტაჩეკმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი ესწრებოდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე, სხვადასხვა სფეროში მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. დოკუმენტის თანახმად, მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეთა შორის ბიზნეს, კულტურული და ტურიზმის სფეროების წარმოჩენისთვის ღონისძიებების ორგანიზება და ადგილობრივ დონეზე ინსტიტუციური თანამშრომლობის მხარდაჭერა იგეგმება. მხარეები ასევე, ხელს შეუწყობენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის დამყარებასა და განვითარებას.

პრაღაში ვიზიტის ფარგლებში, საბურთალოს გამგეობის დელეგაცია ღვინის ყოველწლიურ ფესტივალსაც დაესწრო, სადაც ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, ქართული ღვინოც იყო წარმოდგენილი.

„საბურთალოს გამგეობა და პრაღა 3 სამომავლო პროექტების განხორციელების დროს ითანამშრომლებენ, რაც ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს, გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორული და მეგობრული  ურთიერთობების განვითარებას თბილისსა და პრაღას შორის. ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ ჩვენი სტუმრობის პერიოდში, პრაღაში ყოველწლიური ღვინის ფესტივალი გაიმართა, სადაც ქართული ღვინო პირველად იყო წარმოდგენილი. ვიმედოვნებ, რომ ამ ფორმატში, კიდევ მრავალი საინტერესო პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

აღსანიშნავია, რომ საბურთალოს გამგეობა და პრაღა 3 ქალაქის განვითარების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციების როლის, პროექტების შემუშავების, დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგის, ასევე, რაიონებს შორის კონკურენციის გაუმჯობესების მიმართულებით ითანამშრომლებენ.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics