03:29 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-14 13:06:14, 2498 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ანა დავითაძეს წარმატება მიულოცა

შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს წევრთან გურამ ზოიძესთან ერთად დაბა შუახევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ანა დავითაძეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული წარმატება მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ანა კლასში გამორჩეული მოსწავლე იყო და სკოლაც წარმატებით დაამთავრა. მონაწილეობდა სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში და პროექტებში. მიღებული აქვს შესაბამისი დიპლომები და სერთიფიკატები. შედეგმაც არ დააყოვნა და აბიტურიენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მან სახელმწიფო გრანტი 50% - იანი დაფინასებით მიიღო. ახარებს ისიც, რომ მისი მეგობრები მომავალ სასწავლო წელს ახლად აშენებულ დაბის საჯარო სკოლაში გაგრძელებენ სწავლას და ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

 „მინდა ანას და ყველა კურსდამთავრებულს მივულოცო სტუდენტობა. ეს არის თქვენი ცხოვრების ყველაზე კარგი და საინტერესო ეტაპის დასაწყისი. თქვენს ცოდნაზე, მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველოს მომავალი. გისურვებთ წარმატებებს და მჯერა ასახელობთ, როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტს ასევე რეგიონს. ახლო მომავალში დაგეგმილ გვაქვს სტუდენტური შეხვედრა, სადაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტებს მოვიწვევთ და მათთვის მოვაწყობთ საზეიმო ღონისძიებას“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

მიმდინარე საგამოცდო წელს 85 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათგან 70% სახელმწიფო გრანტი საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლე მარიამ შანიძემ მიიღო. 50% დაფინანსდა დღვანის, ნიგაზეულისა და ოლადაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ქეთი ფუტკარაძე, ნინო სირაძე და ნინო დავითაძე გახდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics