03:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-14 13:04:17, 2219 ნახვა

რეგიონი
შუახევში სასპორტო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო

შუახევში მცხოვრები ახალგაზრდები სულ მალე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი სპორტული კომპლექსით ისარგებლებენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

შუახევში მდებარე სასპორტო სკოლის შენობის სამშენებლო -სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

მშენებლობის პროცესს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

 პროექტის ფარგლებში არესებული ობიექტის ერთ ნაწილში აშენდება ორ სართულიანი შენობა, სადაც მოეწყობა საჭიდაო დარბაზი და განთავსდება ფიტნეს ოთახები . რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებული სპორტ დარბაზს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იორ ბუილდინგ კომპანი“ ასრულებს. პროექტის ღირებულებაა 157631ლარი.

 დღეის მდგომარეობით შუახევის სპორტულ კომპლექსში, სასპორტო სკოლისა და ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის 500-მდე მოსწავლეა გაერთიანებული, რომლებიც სპორტის 20-ზე მეტ სახეობას ეუფლებიან.

 


 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics