|
2019-09-14 11:37:54, 3423 ნახვა
სამართალი
ODIHR: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა
"საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა", - ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR)-ის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია აღიშნული, შერჩევის პროცესში რამდენიმე არსებითი ხარვეზი დაფიქსირდა, მათ შორის გამჭვირვალობის გარანტიების ნაკლებობა, რომლების დამსახურების მიხედვით კანდიდატების წარდგენის პრინციპზე უარყოფითად აისახებოდა. "ODIHR-ის სამართლებრივი დასკვნა მიესალმება ღია დანიშვნის წესის პროცედურის შემოღებას და პარლამენტის ძალისხმევას გაწეროს შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების დებულება, არსებული უფსკრულის აღმოსაფხვრელად. თუმცა, აგრეთვე დაფიქსირდა რამდენიმე არსებითი ხარვეზი, მათ შორის გამჭვირვალობის გარანტიების ნაკლებობა, რომლების უარყოფითად აისახებოდა დამსახურების მიხედვით კანდიდატების წარდგენის პრინციპზე. ცვლილებების ძალაში შესვლამდე რამდენიმე რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, თუმცა რიგი ხარვეზებისა დარჩა უცვლელი. ცვლილებების ძალაში შესვლამდე რამდენიმე რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, თუმცა რიგი ხარვეზებისა დარჩა უცვლელი. შერჩევის პროცესის ტექნიკური მხარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ზოგადად, კანონთან შესაბამისობაში უზრუნველყო. თუმცა ODIHR-ის მონიტორებმა დააფიქსირეს, რომ თავისი მოვალეობების შესრულებისას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აღინიშნებოდა მწვავე შიდა უთანხმოება და დაპირისპირება მოსამართლე წევრებსა და არამოსამართლე წევრების ორ ჯგუფს შორის. გარდა ამისა, მთელი პროცესის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც მონიტორინგს აწარმოებდნენ სასამართლო ხელისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლების საზედამხედველო ორგანოს დამოუკიდებლობაზე", - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 50 კანდიდატთან გასაუბრება აგვისტოში დაასრულა. პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია 6 სექტემბერს წარედგინა. მანამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.
სრული ანგარიშის სანახავად გადადით ბმულზე - https://www.osce.org/ka/odihr/429491?download=true
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)