05:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 17:24:37, 2027 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა.

აქამდე შვეიცარიასა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა. ტრადიციულად პირველი რეისის, როგორც ჩამომფრენ ისე გამფრენ მგზავრებს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები - ქართული ღვინო და შოკოლადები დაურიგდათ.
10 სექტემბრიდან, ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად, 7 ახალი მიმართულებით: ბაზელში, ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ეინდჰოვენში, ბარისა და პოზნანში დაიწყო პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, ესტონეთსა და დანიის სამეფოში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდმა დაიწყო ოპერირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული.

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზეარის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა. 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics