03:29 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 16:48:17, 2556 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიაში გაფართოებული სამუშაო თათბირი გაიმართა

შუახევის მერიაში გაფართოებული სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა.

თათბირს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად მერიის თანამშრომლები, ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და სოფლის თანაშემწეები ესწრებოდნენ.

თათბირის ძირითად თემას  ინფრასტრუქტურული და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პროექტების მიმდინარეობა, 2020 წლის პრიორიტეტების ნუსხის მომზადება,  მთების ელექტროფიკაცია, ახალი სასწავლო წლისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, სოფლებში არსებული ვითარება და შემოდგომა -ზამთრის სეზონის სამზადისი  წარმოადგენდა.

თათბირზე აქცენტი  ,,შუახეობის“ და ,,ფუძეობასა“  დღესასწაულის ორგანიზებულად მომზადება-ჩატარების საკითხებზეც გაკეთდა. მერის გადაწყვეტილებით ყოველი კვირის ოთხშაბათი დღე გამოცხადდა სანიტარულ დღედ.


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics