|
2019-09-13 13:41:16, 2401 ნახვა
პოლიტიკა
მელია - თავში ქვა უხლიათ, არ ვაპირებ თავი შევიზღუდო
„მე აუცილებლად გავალ სახლიდან, იმიტომ რომ არ ვაპირებ თავი შევიზღუდო იქ, სადაც თავი არ უნდა შევიზღუდო“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პროკურატურის განცხადებას. როგორც მელიამ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, 3 დღის შემდეგ რატომ მიიღო პროკურატურამ მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. „სმს შეტყობინება მივიღე პროკურატურისგან, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვარ დაბარებული 16:00 საათზე, დავით აქუბარდიას გადაცემაში მისვლასთან დაკავშირებით, სადაც აკრძალვის მიუხედავად მაინც წავედი. იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება მოქმედი დეპუტატი შეზღუდოს გადაადგილებაში, როდესაც ის ასრულებს დეპუტატის მოვალეობას და მერე მთელი სამი დღე ფიქრობდნენ თუ რა გაეკეთებინათ. თუ დარღვევაა და თუ დავარღვიე გირაოს პირობები, რას აკეთებდნენ გუშინ, გუშინწინ. არაფერს, მსჯელობდნენ იმ ქურდთან, რომელიც სახლში არჩევს საქმეებს პროკუროტებთან ერთად და შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შემდეგზე თუკი დავარღვევ, მერე წავალ ციხეში. მაგრამ ამდაგვარი განცხადებებით ვერ გადამაფიქრებინებენ. მე აუცილებლად გავალ სახლიდან, იმიტომ რომ არ ვაპირებ თავი შევიზღუდო იქ, სადაც თავი არ უნდა შევიზღუდო. თავში ქვა უხლიათ, იმიტომ რომ მე არ ვაპირებ თავში დავიმცირო. მე ვალდებული ვარ ჩემი დეპუტატის უფლება-მოსილება განვახორციელო“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება მოითხოვოს. როგორც "ექსპრესნიუსს" გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, მელია უწყებაშია დაბარებული. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 2019 წლის 2 ივლისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ბრალდებულ ნიკანორ მელის მიმართ დამატებით გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი. პირველი მომართვისთანავე, ნიკანორ მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა გამოცხადებულიყო საქართველოს პარლამენტში და განეხორციელებინა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია მედიასთან საცხოვრებელი სახლიდან. გენერალური პროკურატურის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, 2019 წლის 10 სექტემბერს, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება", - ნათქვამია განცხადებაში.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)