20:19 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 10:25:35, 1126 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა

ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა.  საქართველოს დაზვერვის სამსახურის ახალ უფროსს, ლევან იზორიას, უწყების ყოფილმა უფროსმა, დავით სუჯაშვილმა, უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლევან იზორია სამსახურის მოსამსახურეებს შეხვდა, ასევე გაეცნო სამსახურში განხორციელებულ რეფორმებს.

მან ხაზი გაუსვა სამსახურის ყოფილი უფროსის პროფესიონალიზმსა და ღვაწლს ქვეყნისა და სამსახურის წინაშე, მადლობა გადაუხადა დავით სუჯაშვილს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics