|
2019-09-12 13:58:12, 1647 ნახვა
პოლიტიკა
კამილოვი: უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე გასასვლელად გამოიყენოს
უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უზბეკეთი დაინტერესებულია გამოიყენოს საქართველოს უნიკალური სატრანზიტო პოტენციალი მსოფლიო ბაზრებზე გასასვლელად უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულაზიზ კამილოვი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ვიზიტს უზბეკეთის რესპუბლიკაში. მისი განცხადებით დავით ზალკალიანს დიდი წვლილი მიუძღვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში არა მხოლოდ მინისტრის რანგში, არამედ იმ პერიოდიდან მოყოლებული როდესაც იგი უზბეკეთში მსახურობდა როგორც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი. „მინდა მივესალმო ჩემს მეგობარს და კოლეგას დავით ზალკალიანს, მის პირველ ოფიციალურ ვიზიტში უზბეკეთში. აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ორი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როდესაც აღინიშნება დიპლომატური ურთიერთობების 25 წლის იუბილე. დავით ზალკალიანს დიდი წვლილი მიუძღვის ამ ურთიერთობების განვითარებაში არა მხოლოდ მინისტრის რანგში, არამედ მისი მოღვაწეობისას საქართველოს ელჩის რანგში. ეს ჩვენს ურთიერთობას სძენს დამატებით სიახლოვესა და სითბოს“, -განაცხადა კამილოვმა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი დაეთმო როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს და არსებულ პერსპექტივებს. უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით უზბეკეთი დაინტერესებულია ითანამშრომლოს საქართველოსთან სატრანსპორტო-საკომუნიკაციო მიმართულებით და გამოიყენოს საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურა უზბეკეთის გასასვლელად მსოფლიო ბაზრებზე „ჩვენ დაინტერესებული ვართ გამოვიყენოთ საქართველოს ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ისეთი პროექტები როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ასევე ინტერესი გაგვაჩნია საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართ ფოთში, ბათუმში, ანაკლიაში, დაინტერესებული ვართ უზბეკეთს შესაძლებლობა გავიდეს მსოფლიო ბაზრებზე და ამ მხრივ თქვენი გეოგრაფია უნიკალურია“, - განაცხადა უზბეკეთის საგარეო უწყების ხელმღვანელმა. მისი განცხადებით საქართველოსა და უზბეკეთს გააჩნიათ საერთო ხედვა ბევრ მსოფლიო და რეგიონალური დონის საკითხზე და ბრწყინვალე თანამშრომლობა აკავშირებთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უზბეკეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრა უზბეკ კოლეგასთან, ასევე უზბეკეთის ოლი მეჯლისის სენატის ვიცე-თავმჯდომარესთან. დაგეგმილიa მისი შეხვედრა უზბეკეთის ვიცე-პრემიერთან. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი უმასპინძლებს უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)