2015-07-13 12:28:31, 333 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: საოკუპაციო ხაზის გადმოწევა თუ რისი შედეგია, უკეთესი იქნება, ოპოზიციამ თავის თავს მოკითხოს
საოკუპაციო ხაზის გადმოწევა თუ რისი შედეგია, უკეთესი იქნება, ოპოზიციამ თავის თავს მოკითხოს, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ხდება.
გომელაურის შეფასებით, მსგავსი განცხადებები პოლიტიკურია.
„ძალიან პოლიტიკური განცხადებებია.რა თქმა უნდა, რეაგირება ხდება და ეს რისი შედეგია და რატომ ხდება ასე, მგონი უკეთესი იქნება, ოპოზიაციმ თავის თავს მოკითხოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან